გაკვეთილის გეგმა
კლასი/კლასები
|
საბაზო, IX კლასი
|
მასწავლებელი
|
როინ ნაკაიძე
|
ჩატარების
დრო
|
3.12.2016 წელი
|
გაკვეთილის
თემა
|
გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა
გამოყენება
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
კლასის დახასიათება
|
კლასში არის სულ 3 მოსწავლე,
აქედან 2 კარგი წარმატებისაა, 1 კი საშუალო მოსწრების. კლასში მოტივაციის ასამაღლებლად
კარგია კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება.
|
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
|
მათემატიკა:
1. მოსწავლემ
შეძლოს ზოგიერთი გეომეტრიული (ცენტრული, ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანის) გამოყენება.
2. ამ გარდაქმნების საპროექტო ამოცანებში გამოყენების გაცნობით მოსწავლემ გაიფართოვოს თვალსაწიერი, წარმოდგენა იქონიოს და თავად გახდეს შემოქმედი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას.
ისტ: მოსწავლემ შეძლოს მოძიება,მომზადება, პრეზენტაცია ისტ – ის საშუალებით
შედეგები:
1. მოსწავლეები
აგებენ ამოცანის მათემატიკურ მოდელს.
2. იყენებენ მათემატიკურ სიმულაციებს.
3. დაუკავშირებენ სხვადასხვა
პრაქტიკულ ამოცანებს.
4. იმსჯელებენ
პრობლემებზე და მათიგადაჭრის გაუმჯობესების გზებზე.
მათ. IX . 9 . იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს
•
მსჯელობს თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
• ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება თუ არა, ერთი ფიგურის მოცემული გარდაქმნით მეორე ფიგურის მიღება.
ისტ: კომუნიკაცია ტექნოლოგიური საშუალებებით
იყენებს განსხვავებულ ფორმატს მის მიერ შეჯამებული ინფორმაციის გადმოსაცემად
ისტ: კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
იყენებს ისტ – ის საშუალებებს ( მაგ.საძიებო სისტემა ) ინფორმაციის მიღების,მოპოვების, გაცვლის მიზნით; მათი შემდგომი შეფასების და ანალიზისთვის;
ამზადებს ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
A
ფაზა – მოლოდინის განსაზღვრა /გამოწვევა
აქტივობა I მისალმება / მოთელვა /ორგანიზება / 2 წთ /
აქტივობა II მიზნების და შეფასებისკრიტერიუმების გაცნობა / 2 წთ /
აქტივობა III გონებრივი იერიში
რა არის ცენტრული სიმეტრია?
რა არის ღერძული სიმეტრია?
რა არის პარალელური გადატანა? / 3 წთ /
აქტივობა IV მინი ლექცია
პრეზენტაცია პროექტორის გამოყენებით ჩვენება იმისა თუ სად შეიძლება გამოვიყენოთ გეომეტრიული გარდაქმნები.
(
ბავშვების ნააზრევს დაფაზე ვაფიქსირებკომენტარის და შეფასების გარეშე) / 3 წთ /
B
ფაზა – ცოდნის კონსტრუირება /
შინაარსის რეალიზება
შენიშვნა: კლასს ვყოფ ორ ჯგუფად, ისე,რომ ყოველ ჯგუფში აზროვნებისთანაბარი დონე იყოს და ვაძლევ ჯგუფში მუშაობის შესახებ შესაბამისინსტრუქციას.
აქტივობა V
მონიტორზე ვაჩვენებ ამოცანას: ორი დასახლებული პუნქტი გზის ერთ მხარესაა. რა ადგილას უნდა შევარჩიოთ გზაზე ავტობუსის გაჩერება, რომ დასახლებული პუნქტები ამ გაჩერების გავლით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდეს?
მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოაყალიბონ ამოცანა მათემატიკურად; დასვან პრობლემა:
იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის გზებზე;/ 5 წთ /
პრეზენტაცია, დისკუსია / 5 წთ /
აქტივობა VI
GEOGEBRA–ში წინასწარ მომზადებული მათემატიკური სიმულაციების დახმარებით შევეცდები მოსწავლეები დავარწმუნო დისკუსიის დროს წამოჭრილი ჭეშმარიტების სისწორეში.
ვხსნით ამოცანას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით.
იმსჯელონ პრაქტიკაში მსგავსი ამოცანის არსებობაზე და მათი გადაჭრის გზებზე.
პრეზენტაცია ( ისტ– ის გამოყენებით)დისკუსია / 5 წთ /
აქტივობაVII
მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ მსგავს ამოცანებს / 10 წთ /
შენიშვნა : ყოველი ამოცანის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ჯგუფებს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის;
აქტივობაVIII
მოსწავლეები უკეთებენ ანალიზს დასამივე ამოცანის ამოხსნის შემდეგგამოიტანენ სავარაუდო დასკვნას. / 5 წთ/
C
ფაზა – გამთლიანება / რეფლექსია
აქტივობა IX შეჯამება – კითხვები :
ჩამოთვალეთ გაკვეთილზე განხილული ამოცანები;
რომელი გეომეტრიული მოდელით მოახდინეთ თითოეული ამოცანის განხილვა / პრეზენტაცია;
რა პრობლემა დაისვა თითოეულშემთხვევაში;
როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა;
გააკეთეთ დაფაზე ჩამოწერილინააზრევის – სიტყვების ანალიზი / 5 წთ /
აქტივობა IX
1
. საშინაო დავალება §3.9
15, 9, 13სახელძღვანელოდან;
ჩვენს სინამდვილეში მოიფიქრონ რაიმე ამოცანა ოპტიმალური გზის ან მარშრუტის საპოვნელად.
|
მოსალოდნელი პრობლემები
და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები
|
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო : გოგიშვილი, ვეფხვაძე,ქურჩიშვილი, მებონია;
კომპიუტერი , პროექტორი.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
მოსწავლეთა შეფასებისათვის ვიყენებ გაკვეთილზე ჩართულობის განმსაზღვრელ შეფასების სქემას.
|
გაკვეთილის რეფლექსია
მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიეს,
უფრო მეტად გაიგეს თუ როგორ გამოვიყენოთ გეომეტრიული გარდაქმნები პრაქტიკაში.
გაკვეთილზე მოსწავლებმა
გამოავლინეს წინარე ცოდნის კარგი დონე, გაუჭირდათ პარალელური გადატანის ტრანსფერი პრაქტიკაში,
თუმცა კარგად ახდენდნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებში არსებული ორნამენტების ამოცნობას,
ასევე სიმეტრიის ბუნების გაგებას.
გაკვეთილზე გამოყენებული
იქნა პრეზენტაციები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,
გამოყენებული იქნა პროგრამა GeoGebra რამაც აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია.
განხილულმა მაგალითებმა
მოსწავლეებს დაანახა საკითხის აქტუალურობა, გაკვეთილის მსვლელობისას ცდილობდნენ განხილული
ამოცანები დაეკავშირებინათ მათ ცხოვრებისეულ მოვლენებთან.
ჩემი მხრიდან ვცდილობდი
გამომეყენებინა კომპიუტერი და მოსწავლეები კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით მიმეყვანა
სწორ დასკვნამდე. წინასწარ მომზადებული მქონდა პრეზენტაციები, რაც მოსწავლეებს დაეხმარა
გამოწვევის ფაზაზე ახალი მასალის ძველთან კავშირის განსახორციელებლად.
გაკვეთილის სამოქმედო
გეგმის მსვლელობისას შევიდა ცოტაოდენი ცვლილება იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მოსწავლე
აქტიურად იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს სხვადასხვა ნაქარგების დამზადებაში და საკუთარი
გამოცდილება გაუზიარა თანატოლებს, ასევე ინტერესი გამოიწვია ეშერის მიერ შესრულებულმა
ნახატებმა, სადაც გამოყენებულია გეომეტრიული გარდამნები, რამაც ცოტა მეტი დრო წაიღო.
გაკვეთილის მეორედ
ჩატარების შემთხვევაში მე მზად მექნებოდა რესურსი,რომლითაც შასაძლებელი იქნებოდა ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარება ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, ხელოვნებასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий