გაკვეთილის გეგმა
პედაგოგის
სახელი და გვარი
|
მთისუბნის
საჯაროს კოლის მათემატიკის პედაგოგი:
როინ ნაკაიძე
|
||||
გაკვეთილის
თემა
|
ზოგიერთი
სივრცული ფიგურა
|
||||
სწავლების
საფეხური და კლასი
|
საფეხური I კლასი V
|
||||
დისციპლინა
ან
ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
მათემატიკა
|
||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
3 მოსწავლე
|
||||
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
||||
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლემ
შეძლოს ზოგიერთი სივრცული ფიგურის ამოცნობა.
მისი ელემენტების დასახელება,
აღწერა, რაოდენობის დადგენა,
სივრცული ფიგურების წახნაგების შემცველი სიბრტყეების,
წიბოების შემცველი წრფეების ურთიერთგანლაგების აღწერა.
სივრცული ფიგურების შლილების ამოცნობა,
შლილით ფიგურის აღდგენა,
განივითაროს სივრცის აღქმის უნარი,
შეძლოს საჭირო გაზომვების ჩატარება და მისი პრაქტიკული გამოყენება.
|
||||
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი.
|
· მათ.V.7
ამოიცნობს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს .
· ასახელებს და ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს.
· ამზადებს
მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს.
· მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს
მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურებს.
· მათ . V . 8 სივრცული ფიგურების მოდელზე
უთითებს ამ ფიგურების
წიბოებს, წახნაგებსა
და წვეროებს.
· უთითებს პარალელურ და ურთიერთ–თანამკვეთ წახნაგებს.
· მსჯელობს გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გარცობის შედეგად.
|
||||
აქტიობა I
ზოგიერთი
სივრცული ფიგურის გაცნობა
დრო 10
წთ
|
·იმისათვის,
რომ მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ ზოგიერთ სივრცულ ფიგურებზე,
პროექტორის საშუალებით
ვაჩვენებ ამ
ფიგურებს, რომელიც
დაყოფილი მაქვს
ორ ჯგუფად: პრიზმების
(სამკუთხა, ოთხკუთხა
და ექვსკუთხა) და
პირამიდების(სამკუთხა,
ოთხკუთხა და
ექვსკუთხა). ვუთითებ
ფიგურებზე; –ფუძეს, წახნაგებსა
და წვეროებს. იმისათვის,
რომ მოსწავლემ გამოიმუშაოს
მსჯელობის უნარი
ვსვამ შემდეგ
კითხვებს;( გონებრივი
იერიში)
· რამდენი
ფუძე აქვს პრიზმას?
მოსწავლეები თვალსაჩინოების
დახმარებით ხვდებიან,რომ
პრიზმას აქვს
ორი ფუძე.
· რამდენი
ფუძე აქვს პირამიდას?
(1)
· რა
ფიგურებია პრიზმის
ფუძეები?(სამკუთხედები,
ოთხკუთხედები, და
ექვსკუთხედები).
იმის შემდეგ,
რაც მოსწავლეები მეუბნებიან თუ
რა ფიგურებია პრიზმის
ფუძეები, ვეუბნები
რომ ამ ფიგურების
სახელებია, შესაბამისად:–სამკუთხა,
ოთხკუთხა და
ექვსკუთხა
პრიზმა.
ისევ ვსვავ
კითხვებს:
· რამდენი
გვერდითი წახნაგი
აქვს თითოეულ მათგანს?
(3, 4, 6,).
· რა
ფიგურებია პრიზმის
გვერდითი წახნაგები?
(ოთხკუთხედები).
რა ფიგურებია
პირამიდის გვერდითი
წახნაგები?(სამკუთხედები).
|
||||
აქტივობა II
მათთვის ნაცნობი
საგნებიდან პრიზმისა
და პირამიდის ამოცნობა.
დრო 10 წთ
|
იმის შემდეგ
რაც მოსწავლეებს შეუძლიათ,
პრიზმებისა და
პირამიდების კლასიფიცირება
პროექტორის დახმარებით
ვაჩვენებ მათთვის
ნაცნობ საგნებს.
რომელსაც პრიზმის
ან
პირამიდის ფორმა
აქვს. მაგ: ასანთის
კოლოფი, აგური,
კამათელი, ეგვიპტის
პირამიდები.
· რომელი
ფიგურა გავს
მართკუთხა პარალელეპიპედს
და პირამიდას?
მოსწავლეები მპასუხომენ,
რომ პარალელეპიპედის ფორმა
აქვს ასანთის კოლოფს,
აგურსა და
კამათელს. ხოლო
პირამიდის ფორმა
აქვს ეგვიპტის პირამიდებს.
აგრეთვე შემიძლია
ვაჩვენო სახლი,
კედლები–
ოთხკუთხა პირამიდებია, სახურავი– ოთხკუთხა
პირამიდა.
ვსვამ კითხვებს:
· დამისახელე სახლის
ნაწილი რომელსაც
მართკუთხა
პარალელეპიპედის ფორმა
აქვს.
· დამისახელეთ
სახლის ნაწილი
რომელიც ოთხკუთხა
პირამიდაა.
მოსწავლეები თვალსაჩინოების დახმარებით
მაჩვენებენ თითოეულ
ფიგურას.
|
||||
აქტივობა III
მართკუთხა პარალელეპიპედის
თვისებების გაცნობა
დრო
20 წთ
|
იმის აშემდეგ,
რაც მოსწავლეები კარგად
არჩევენ პრიზმებსა
და პირამიდებს
მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი
იმუშავებს კუბისა და პირამისის კარკასის დამზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფი შლილის
მოზადებაზე და შესაბამისი მაკეტის დამზადებაზე.
ჯგუფური
მუშაობის დასრულების
შემდეგ მოსწავლეები
აკეთებენ პრეზენტაციას
|
||||
შეფასება
დრო 5 წთ
|
მოსწავლეები ფასდებიან
წინასწარ გამზადებული
შეფასების რუბრიკით
/შეფასების ფურცლით
. რომელიც გაკვეთილის
გეგმას დაერთვის.
ვიყენებ განმსაზღვრელ
და განმავითარებელ შეფასებას.
|
||||
საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი,
რვეული, კალამი,
სახაზავი, ფანქარი,
თაბახის ფურცელი,
მავთული , მკვნეტარა, წებოვანი ქაღალდი,
პლასტელინი, სახელმძღვანელო: მათემატიკა
–
V კლასი. გ.გოგიშვილი,
თ. ვეფხვაძე, ი.
მებონია, ლ.
ქურჩიშვილი.
მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი
ჩემს მირ მომზადებული
პრეზენტაციები:
|
გაკვეთილის რეფლექსია
მოსწავლეებმა
გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიეს, უფრო მეტად გაიგეს თუ როგორ შეიძლება დამზადდეს
სხვადასხვა სივრცითი გეომეტრიული ფიგურების შლილებისაგან ეს ფიგურები, ასევე დაამზადეს კარკასები.
გაკვეთილზე
მოსწავლებმა გამოავლინეს წინარე ცოდნის კარგი დონე, გაუჭირდათ თუ როგორი შეიძლებოდა
ყოფილიყო პირამიდას შლილი, მაგრამ პრეზენტაციების დახმარებით, რომელიც წინასწარ მქონდა
მომზადებული და იძლეოდა მათემატიკურ სიმულაციას ადვილად გაართვეს თავი.
გაკვეთილზე
გამოყენებული იქნა პრეზენტაციები, ასევე მსოფლიოს უდიდესი საოცრებები, რამაც ხელი შეუწყო
მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
ჩატარებულმა
გაკვეთილმა მოსწავლეებს დაანახა საკითხის აქტუალურობა,
გაკვეთილის მსვლელობისას ცდილობდნენ ამოეცნოთ სხვადასხვა სივრცული ფიგურები რეალური
ცხოვრებიდან.
ჩემი
მხრიდან ვცდილობდი გამომეყენებინა ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი და მოსწავლეებს
დავხმარებოდი სხვადასხვა სივრცული ფიგურების აწყობაში. წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები დამეხმარა გამოწვევის ფაზაზე ახალი
მასალის ძველთან კავშირის განსახორციელებლად.
გაკვეთილის
სამოქმედო გეგმის მსვლელობისას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა.
გაკვეთილის
მეორედ ჩატარების შემთხვევაში მე მზად მექნებოდა რესურსი,რომლითაც შასაძლებელი იქნებოდა
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, ხელოვნებასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий